„Georgia on My Mind“-Virtuoso Magazine საქართველოზე
მოვინახულე კოშკებიანი სოფლები, საუკუნოვანი მარნები და საოჯახო სამზარეულოები, რამაც საქართველო საბოლოოდ შემაყვარა-საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალი Virtuoso Magazine საქართველოზე წერს.
გამოცემამ სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
„Georgia on My Mind“ -პუბლიკაციის ავტორი, მეთ დუტილი, საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა. მან ჟურნალის მკითხველს საქართველოში მოგზაურობის შესახებ შთაბეჭდილებები ვრცლად გაუზიარა.
„საქართველოში ჩამოსვლამდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ნიუ-იორკში, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე რესტორნებში დაგემოვნებული ქართული კერძები ძალიან მომწონდა... აქ მოვინახულე კოშკებიანი სოფლები, საუკუნოვანი მარნები და საოჯახო სამზარეულოები, რამაც ეს ნაკლებად ცნობილი ქვეყანა საბოლოოდ შემაყვარა“ – აღნიშნავს ავტორი.
