OPUS Signature - ახალი დეველოპერული პროექტი ბათუმში
OPUS Signature ახალი მასშტაბური და პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი და დეველოპერული პროექტია ბათუმში, რომელიც მაცხოვრებლებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
პროექტი მოიცავს სამ სხვადასხვა სიმაღლის ბლოკს (25, 33 და 40 სართულიანი კორპუსები).
პროექტით გათვალისწინებულია სტუდიოს ტიპის ბინები, 1, 2 და 3-საძინებლიანი აპარტამენტები, დუპლექსები და პენტჰაუსები, რომელთა უმეტესობასაც აქვს პანორამული ხედები ზღვაზე, მთებსა და ქალაქზე.
„Opus Signature –ერთ სივრცეში აერთიანებს კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას. კომპლექსი შენდება ბათუმის შუაგულში, ისტორიულ ცენტრში. ეს იქნება, გამორჩეული დეველოპერული პროექტი, როგორც არქიტექტურით, ასევე, დიზაინით. განსაკუთრებულია იმიტომ რომ მორგებულია საოჯახო ბედნიერებასა და ცხოვრების ახალ სტილზე“-განაცხადა BM.GE-სთან Opus Signature-ის კომერციულმა ხელმძღვანელმა, ნანა აბურჯანიძემ.
პროექტი "ქალაქი ქალაქში" კონცეფციითაა დაგეგმილი და მოიცავს: შიდა და ღია საცურაო აუზებს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, სავაჭრო ცენტრსა და ჰიპერმარკეტს, ბიზნეს ცენტრს, კაფეებსა და რესტორნებს, საბავშვო ზონებსა და საგანმანათლებლო სივრცეებს.
„პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ, როგორ შეძლებენ მოქალაქეები გადაადგილებას და როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა სივრცეში. ჩვენი გათვლა არის ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს საცხოვრებელი, დასასვენებელი და საზოგადოებრივი სირცეები ერთ მთლიან ობიექტად. სწორედ ეს იქნება პროექტის წარმატება, გახდება თუ არა მომავალში ბათუმის თანამედროვე არქიტექტურული სიმბოლო" -ელია ქათამაძე Opus Signature-ის არქიტექტორი.
Opus Signature -ახალ მასშტაბურ დეველოპერულ პროექტს OKTO Group აშენებს. კომპანიაში წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია.
