თბილისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, წიწამური-ავჭალის 7.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, China Railway Tunnel Group Co Ltd-თან, ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგ ჯუნმა, მოაწერეს.
რა ტერიტორიას მოიცავს თბილისის შემოვლითი გზა?
წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე 4 ზოლიანი საავტომობილო გზა აშენდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კმ-ის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი, ასევე, ხიდების, სატრანსპორტო კვანძების და სხვა ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს.
რა არის პროექტის მთავარი მიზანი?
პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება და თბილისის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვა.
როგორია მშენებლობის ეტაპები და კონკრეტული ვადები?
წიწამური-ავჭალის მონაკვეთის (მე-2 ლოტი), ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმების შემდგომ, სამშენებლო სამუშაოები, 2026 წელს, აქტიურ ფაზაშია შესული. ამ 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის (რომელიც 3.4 კმ-იან ორ პარალელურ გვირაბს მოიცავს), დასრულება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 499.1 მილიონ ლარს შეადგენს.
"ყველამ ვიცით, რა ხდება თბილისის შემოსასვლელში, შესაბამისად, დადგა აუცილებლობა, შემოვლითი გზის მშენებლობა განხორციელდეს. თბილისის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქს და გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას" - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
მთავრობის ოფიციალური გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის თბილისის 49-კილომეტრიანი შემოვლითი ახალი მაგისტრალი სრულად მზად იქნება და დედაქალაქს სატრანზიტო ნაკადებისგან მთლიანად განტვირთავს.
