მეგობრები, საყიდლები და დასვენება — რა მიზნით და რომელ ასაკობრივ ჯგუფში მოგზაურობენ საქართველოს რეზიდენტები ყველაზე ხშირად საზღვარგარეთ?
2026 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 813.7 ათასი გასვლა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია.
საზღვარგარეთ გასვლების ყველაზე დიდი წილი 31–50 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის — 2026 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, 335.0 ათასი გასვლა დაფიქისრდა. მეორე ადგილზეა 51–70 წლის ასაკობრივი ჯგუფი — 201.6 ათასი ვიზიტით. 15–30 წლის ჯგუფში დაფიქსირდა 188.3 ათასი გასვლა. 0–14 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი მაჩვენებელი შემცირდა 63.2 ათასიდან 61.3 ათასამდე, ხოლო 71 წლისა და უფროსი ასაკის მოგზაურების გასვლების რაოდენობა გაიზარდა 23.8 ათასიდან 27.5 ათასამდე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 428.3 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტები გაიზარდა 15.7 ათასით. ექსკურსიული ვიზიტები 2.8 ათასით, ხოლო ორივე კატეგორიაში კი დადებითი ცვლილება დაფიქსირდა. ჯამში, საერთო ვიზიტების რაოდენობის ზრდაში ძირითადი წვლილი ტურისტულ ვიზიტებზე ვრცელდება.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული 618.2 ათასი ვიზიტი სხვადასხვა მიზნით ფიქსირდება. ვიზიტის მიზნებს, შორის ყველაზე გავრცელებულია მეგობრებისა და ნათესავების მონახულება — 35.7%, მეორე ადგილზეა საყიდლები — 30.5%, ხოლო მესამე პოზიციას კი დასვენება, გართობა და რეკრეაცია იკავებს — 22.1%-ით.
საზღვარგარეთ მოგზაურობისას ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება თურქეთია. მნიშვნელოვანი წილი უკავია რუსეთის ფედერაციას, ევროკავშირის ქვეყნებსა და სომხეთს. ამასთან, მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა მცირედით შემცირდა, ხოლო გადაადგილების ძირითადი საშუალება საჰაერო ტრანსპორტია.
