English  עברית  ქართული  Русский  
იხილეთ ასევე

6.7 მილიონი მგზავრი და 121 მიმართულება- რეკორდული წელი ქართულ ავიაციაში

6.7 მილიონი მგზავრი და 121 მიმართულება- რეკორდული წელი ქართულ ავიაციაში

 2026 წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1%-იანი ზრდაა-პროგნოზს TAV Georgia ავრცელებს. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, კომპანიის შეფასებით, წლის ბოლომდე აეროპორტი მილიონ 300 ათასზე მეტ მგზავრს მიიღებს, რაც დაახლოებით 10%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 80 მიმართულებით სრულდება, მათ შორის 62 სამგზავრო და 12 სატვირთო მიმართულებით.

2026 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დღიური რეისების რეკორდული რაოდენობა 9 აგვისტოს დაფიქსირდა, რა დროსაც 206 რეისი შესრულდა. მგზავრთნაკადის დღიური რეკორდი კი 16 აგვისტოს დამყარდა — ამ დღეს აეროპორტი 23 483 მგზავრს მოემსახურა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი რეისების რაოდენობის მატებას 12 პროცენტით ელოდებიან. ამჟამად ფრენები 41 მიმართულებით სრულდება. 

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობის მხრივ რეკორდული 3 სექტემბერი იყო — 118 რეისი. მგზავრთნაკადის დღიური რეკორდი კი 13 აგვისტოს დაფიქსირდა, ამ დღეს აეროპორტმა 11 005 მგზავრს უმასპინძლა.

TAV Georgia-ს პროგნოზით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, მგზავრთა ნაკადის ჯამური რაოდენობა წლის ბოლომდე 6,7 მილიონს გადააჭარბებს.