English  עברית  ქართული  Русский  
იხილეთ ასევე

საქართველო 2029 წლისთვის რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობის გაორმაგებას გეგმავს

საქართველო 2029 წლისთვის რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობის გაორმაგებას გეგმავს

მთავრობის ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურამ წელიწადში 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება უნდა შეძლოს. მიზანი რკინიგზისა და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაა.

საქართველოს ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებში, რკინიგზისა და საზღვაო პორტების გამტარუნარიანობის ზრდა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის, განცხადებით, ხელისუფლებას აქვს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2029 წლისთვის საქართველოს რკინიგზამ და საპორტო ინფრასტრუქტურამ არსებული ტვირთების გამტარუნარიანობა უნდა გააორმაგოს და წელიწადში 30 მილიონ ტონას მიაღწიოს.

მინისტრის განცხადება მიუთითებს, რომ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას არ გულისხმობს. საუბარია საქართველოს პოზიციის გაძლიერებაზე საერთაშორისო სატრანზიტო ბაზარზე, სადაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტვირთების სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილებაზე.

რკინიგზა და პორტები — სატრანზიტო პოტენციალის მთავარი საყრდენი

გამტარუნარიანობის გაორმაგება მოითხოვს რკინიგზისა და საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებასა და სატრანსპორტო ჯაჭვის ეფექტიანობის ზრდას.

საქართველოსთვის ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მზარდი როლის გათვალისწინებით. ევროპასა და აზიას შორის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართ გაზრდილი ინტერესი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, რეგიონულ ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი პოზიციები გააძლიეროს.

30 მილიონი ტონა ტვირთი — 2029 წლისთვის დასახული მიზანი

მარიამ ქვრივიშვილის მიერ დასახელებული 30 მილიონ ტონიანი მაჩვენებელი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბურ ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, გადამწყვეტი იქნება, როგორც არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ისე ახალი შესაძლებლობების შექმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინიგზისა და პორტების კოორდინირებული განვითარება, რადგან სატრანზიტო დერეფნის გამტარუნარიანობას, საბოლოოდ, მაინც, მისი თითოეული კომპონენტის შესაძლებლობა განსაზღვრავს.

ეკონომიკური ეფექტი და კონკურენცია რეგიონულ სატრანზიტო ბაზარზე

საქართველოს ინფრასტრუქტურის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებამ, შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს ლოგისტიკის სექტორზე. კერძოდ, სატრანზიტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები გაზარდოს და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა გააძლიეროს.

თუმცა, 2029 წლის მიზნის შესრულება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, არამედ, ტვირთნაკადების დინამიკაზე, რეგიონულ კონკურენციასა და სატრანსპორტო მომსახურების ხარისხზეც. ანუ, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა იქნება, გეოგრაფიული უპირატესობის რეალურ ეკონომიკურ სარგებლად გარდაქმნა შეძლოს.