English  עברית  ქართული  Русский  

სტანდარტული აპარტამენტებიდან პრემიუმ კლასის რეზიდენციებამდე-როგორ იცვლება აჭარაში უძრავი ქონების ბაზარზე ტენდენციები?

სტანდარტული აპარტამენტებიდან პრემიუმ  კლასის რეზიდენციებამდე-როგორ იცვლება აჭარაში უძრავი ქონების ბაზარზე ტენდენციები?

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში მართლაც გასცდა მხოლოდ აპარტამენტების იდეას და სრულფასოვან, მაღალი კლასის საინვესტიციო და საკურორტო ჰაბად იქცა. ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო ბაზარზე ისეთი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორების (Marriott, Wyndham, Hilton, Hyatt და სხვა) შემოსვლამ, რომელთა მიერ მართული ბრენდირებული რეზიდენციები ავტომატურად ზრდის ხარისხის თამასას.

თანამედროვე მყიდველისთვის პრიორიტეტული გახდა შიდა ინფრასტრუქტურის კომფორტი. ახალი პრემიუმ კლასის კომპლექსებში კი მომხმარებელს სთავაზობენ სრულ ეკოსისტემას: სპა ცენტრებს, აუზებს, გასართობ რეკრეაციულ სივრცეებს, რესტორნებსა და კონსიერჟის მომსახურებას.

საბროკერო კომპანია REA Investment-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მყიდველს დღეს უკვე აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ იდეალური ხედები და გადაწყვეტილებას არც მხოლოდ ფასის მიხედვით იღებს. ირმა მახარაძის თქმით, მომხმარებელი აფასებს დეველოპერის გამოცდილებას, მშენებლობის პროგრესს, მდებარეობასა და პროექტის გრძელვადიან პოტენციალს. „ჩვენთვის, როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიისთვის, ეს პოზიტიური მიმართულებაა: კონკურენცია ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ბათუმი კი სხვადასხვა მიზნისა და ბიუჯეტის მქონე მყიდველისთვის მიმზიდველობას ინარჩუნებს“.

დღეს ფასის ფორმირება აღარ ხდება მხოლოდ ზღვასთან სიახლოვის მიხედვით — კრიტერიუმები ბევრად უფრო კომპლექსური და ხარისხზე ორიენტირებული გახდა. საბროკერო კომპანიებში აცხადებენ, რომ ქალაქში ბინების ფასებს შორის სხვაობას განსაზღვრავს, როგორც მდებაროება და ხედები, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მშენებლობის ხარისხს, დასრულების მდგომარეობას, ინფრასტრუქტურასა და დეველოპერის სანდოობას, ეს უკანასკნელი კი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მყიდველისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტად იქცა.

„ნდობის ფაქტორი აქ გადამწყვეტია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მყიდველისთვის. ნდობას ქმნის დეველოპერის დასრულებული პროექტები, მშენებლობის თვალსაჩინო პროგრესი, გამჭვირვალე დოკუმენტაცია და მკაფიო სახელშეკრულებო პირობები. უცხოელი მყიდველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულარული კომუნიკაციაც, რადგან ხშირად პროცესს დისტანციურად აკვირდება“.-აცხადებს ირმა მახარაძე.

კვლავ პრიორიტეტული რჩება ქალაქის პირველი ზოლი, სადაც ფასის მაჩვენებლი ყოველთვის ინარჩუნებს უმაღლეს ნიშნულს, თუმცა პარალელურად, მომსახურებისა და ფასების საკუთარი, სისტემა შექმნეს გარეუბნებმაც, სადაც აქცენტი ეკოლოგიასა და პრემიუმ საკურორტო სერვისებზე კეთდება. ასეთ კატეგორიაში დეველოპერები ხშირად მხოლოდ სრულად მოწყობილ აპარტამენტებს ყიდიან, რაც აკამყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსაც და უცხოელ მყიდველებსაც სწორედ ეს ფორმატი იზიდავთ. სერვისი საწყის ფასს ზრდის, თუმცა მყიდველს დამატებითი საზრუნავი აკლდება.

„უცხოელი მყიდველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივად შეძლებენ ქონების დისტანციურად მართვას. ამიტომ ინტერესდებიან ბინის დასრულების, ავეჯით აღჭურვის, გაქირავებისა და შემდგომი მომსახურების შესაძლებლობებით. საინვესტიციოდ შეძენისას დეტალურად კითხულობენ მართვის ხარჯებსა და გაქირავების პოტენციალსაც“.

უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანია ღირებულების დასაბუთებული შეთავაზებები, საბროკერო კომპანიების წარმომადგნლები მყიდველებს ურჩევენ, აქცენტი შიდა ინფრასტრუქტურასა და მართვის კომპანიის რეპუტაციაზე გააკეთონ. ზღვისპირა ქალაქში, უძრავი ქონების ბაზარზე, ხარისხიანი მენეჯმენტი და შენობის შიდა ეკოსისტემა გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო სტაბილურ და მაღალ უკუგებას უზრუნველყოფს ვიდრე უბრალოდ ბიუჯეტური აპარტამენტებია.