გამოწვევები, რისკები და გაზრდილი მოთხოვნა-რა განაპირობებს უძრავი ქონების ბიზნესის ყოველწლიურ ზრდას?
უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარზე კონკურენცია მხოლოდ პროექტების გაყიდვით აღარ შემოიფარგლება. მზარდი მოთხოვნის შენარჩუნება, ინვესტორების გრძელვადიანი ნდობის მოპოვება და მათი ინვესტიციების რეალური შემოსავლიანობის უზრუნველყოფა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ მიდგომით ცდილობს დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“, ტრადიციული დეველოპერული მოდელიდან საინვესტიციო ეკოსისტემაზე გადავიდეს, სადაც ურთიერთობა ქონების გადაბარებით კი არ სრულდება, არამედ იწყება.
„ყოველთვის ვცდილობ, თანამშრომლებს დავუსვა კითხვა: რა განაპირობებს ჩვენი ბიზნესის ყოველწლიურ ზრდას? დღეს უკვე ვხედავთ, რომ მოთხოვნა დამატებით ერთი მესამედით გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, სწორ კომუნიკაციას ვაწარმოებთ და ბაზარიც ადეკვატურად პასუხობს ჩვენს შეთავაზებებს“, -განაცხადა "ალიანს ჯგუფის" კომერციულმა დირექტორმა საქართველოს უძრავი ქონების ყოველწლიურ კონფერენციაზე GREMO 2026.
თემურ ბიწაძე მიიჩნევს, რომ გაზრდილი მოთხოვნის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორად შერჩეული ბაზრები, მიზნობრივი აუდიტორია და შესაბამისი საკომუნიკაციო არხებია. მისივე თქმით, დეველოპერის როლი მხოლოდ გაყიდვითა და ქონების გადაბარებით აღარ უნდა შემოიფარგლებოდეს, ის ინვესტორისთვის გრძელვადიანი ღირებულებისა და შემოსავლიანობის შექმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„ინვესტორის ნდობა სწორედ პროექტის ჩაბარების შემდეგ უნდა გამყარდეს. მნიშვნელოვანია, როგორ ვაგრძელებთ მასთან კომუნიკაციას, როგორ ვმართავთ მის საკუთრებას, რა სისტემებსა და მენეჯმენტის მოდელებს ვნერგავთ და როგორ ვზრუნავთ როგორც მისი შემოსავლიანობის, ისე უძრავი ქონების ღირებულების ზრდაზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია ინვესტორის გრძელვადიანი შენარჩუნება და მასთან უწყვეტი ურთიერთობის განვითარება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბაზარზე სტანდარტული უძრავი ქონების გაყიდვების მოდელიდან საინვესტიციო ეკოსისტემაზე უნდა გადავიდეთ“,-ამბობს თემურ ბიწაძე.
„ალინს ჯგუფის“ კომერციული დირექტორი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო უძრავი ქონების ბაზრის ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთაშორისო ხელმისაწვდომობაა. მისივე შეფასებით, ახალი პირდაპირი ავიამარშრუტები იმ ქვეყნებთან, საიდანაც ინვესტორები აქამდე დუბაისა და ახლო აღმოსავლეთის უძრავ ქონებაში აბანდებდნენ კაპიტალს, შესაძლოა საქართველოს ბაზარზე მოთხოვნის ზრდის დამატებით შესაძლებლობად იქცეს.
აპირებთ უძრავი ქონების შეძენას საზღვარგარეთ?
განიხილეთ ქვეყანა, ბიუჯეტი და ამოცანები კონსულტანტთან.