ka

"უძრავი ქონების ბაზრის ზრდის პერსპექტივა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება"

"უძრავი ქონების ბაზრის ზრდის პერსპექტივა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება"

უძრავი ქონების სექტორში ზრდის არსებული ტემპი, მომდევნო 5-7 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება-ასეთია "არქის" დამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პროგნოზი.

ილია წულაიამ სექტორში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე უძრავი ქონების ყოველწლიურ კონფერენციაზე GREMO 2026-ზე ისაუბრა. მისი შეფასებით, უძრავი ქონება საინვესტიციო თვალსაზრისით სულ უფრო მიმზიდველი ხდება, შესაბამისად, ქართულ ბაზარზე უცხოელი ინვესტორების ჩართულობაც გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის უცხოური კაპიტალის წილი სექტორში კიდევ უფრო მაღალი გახდეს. ამ ტენდენციის დასტურად მას საკუთარი კომპანიის მაგალითი მოჰყავს, სადაც უცხოელ პარტნიორებს წილის დაახლოებით 37-38% ეკუთვნით, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებით მაჩვენებლად შეაფასა.

მისივე განმარტებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბაზრის საერთაშორისო ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასშტაბურ და ხმაურიან პროექტებს. მისი თქმით, ბაზარზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ასევე Trump Tower-ის პროექტმა, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მსგავსი მასშტაბისა და საფასო სეგმენტის პროექტები, ილია წულაიას შეფასებით, თბილისისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარს განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ბაზრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასშტაბურ და ხმაურიან პროექტებს. როდესაც უცხოელი ინვესტორების ინტერესისა და მათი წილის ზრდაზე ვსაუბრობთ, ამ ტენდენციაში თავისი წვლილი სწორედ ასეთი პროექტის შემოსვლამაც შეიტანა. ასევე, ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა Trump Tower-ის პროექტს. მისი საფასო სეგმენტი შეესაბამებოდა იმ სტანდარტს, რომელსაც ჩვენი დედაქალაქი იმსახურებს. ვფიქრობ, ეტაპობრივად უძრავი ქონების ფასებიც გაიზრდება. შესაბამისად, უცხოელი ინვესტორების ინტერესის ზრდაზე საუბრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ ამ პროექტის განხორციელებაც უნდა განვიხილოთ.“

აპირებთ უძრავი ქონების შეძენას საზღვარგარეთ?

განიხილეთ ქვეყანა, ბიუჯეტი და ამოცანები კონსულტანტთან.

იხილეთ ასევე

ბიზნესი / უძრავი ქონება / ინვესტიციები / ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესი / ანალიტიკა / კვლევები / რეიტინგები / მიმოხილვები / სიახლეები / საქართველო / უძრავი ქონება — საქართველო / ტურიზმი — საქართველო

10.8-დან 85.7 ათასამდე ვიზიტორი და 9.5-დან 72.8 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავალი — კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი რიცხვებში

25-11-2026, 01:13