English  עברית  ქართული  Русский  
Emotions are Georgia

„Emotions are Georgia“- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთის ქალაქ ალმათიში როუდშოუ გამართა, რომელსაც 50 ყაზახი ტუროპერატორი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ, პარალელურად კი B2B შეხვედრები შედგა ქართველი და ყაზახი ტუროპერატორების მონაწილეობით.

მანამდე კი ყაზახი ტუროპერატორები საქართველოში იმყოფებოდნენ. ტურის მიმდინარეობისას სტუმრები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ზამთრის კურორტებს გაეცნენ.

კამპანიის ფარგლებში საქართველოში ასევე გაიმართა ყაზახი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფებისთვის მედიატური.