English   Русский  
Грузия 12.07.2025

ქართული გრინმეილი: პროფესიონალური თაღლითი აშანტაჟებს საერთაშორისო ბიზნესს საქართველოში


კორპორატიული შანტაჟი (ინგ: greenmail, greenback და blackmail-საგან - „დოლარის ბანკნოტი“ და „შანტაჟი“) - შედარებით ახალი მოვლენაა საქართველოში. ეს არის გამოძალვის ფორმა. ოღონდ თუ ადრე რეკეტიორები იმუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, წვავდნენ მაღაზიებს, კაფეებს, ახლა, ამას აკეთებენ სასამართლოში ჩივილის მუქარით და რეპუტაციის შელახვით.

სულ უფრო მეტი კარგი რეპუტაციის მქონე კომპანია, პირველ რიგში საერთაშორისო, ხდება ასეთი შანტაჟის მსხვერპლი. ბიზნესებს ძირითადად არაკეთილსინდისიერი იურისტები აშანტაჟებენ. საქართველოში გრინმეილის მექანიზმი შემდეგნაირია:

შანტაჟისტი პოულობს კლიენტს, რომელიც უკმაყოფილოა თავდასასხმელი კომპანიით. უკეთესია თუ რამდენიმე მსგავს ადამიანს იპოვის. იგი მოქმედებს ასეთ კლიენტზე ამოფარებული, თითქოს იცავდეს მის ინტერესებს. თუ არსებობს სარჩელის საფუძველი, ის სასამართლოში იქნება წარდგენილი. თუ სარჩელის საფუძველი არ არსებობს საქმეში ერთვება შავი პიარი და ცილისწამება, რომელიც მოწოდებულია იმ კომპანიის რეპუტაციის შელახვისკენ, რომლიდანაც სურთ ფულის გამოძალვა.

„გადელიას მეთოდი“


მაგალითად, საქართველოს სამშენებლო ბაზარზე გრინმეილინგით დაკავებულია ზვიად გადელიას - პროფესიონალური თაღლითის - დაჯგუფება. გადელია ფორმალურად იურისტია, თუმცა ამ კაცის მოღვაწეობის ისტორია მოიცავს სამ ნასამართლობას, ფალსიფიკაციისა და თაღლითობისთვის, ასევე თავისუფლების აღკვეთას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით (თაღლითობა).

გადელია ეძებს კლიენტებს, რომლებიც რომელიმე კომპანიით უკმაყოფილონი არიან, რადგან ამ საბაბით ფული გამოსძალოს კომპანიას – თითქოსდა ის მოქმედებდეს კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე. მსგავსად მოქმედებდნენ ბანდიტები 90-იან წლებში: პოულობდნენ ვინმეს, ვისი სახელითაც შეიძლებოდა მეწარმეებისთვის პრეტენზიის დაფიქსირება და ითხოვდნენ კომპენსაციას მოგონილი ბრალისთვის.

მაგალითად, მყიდველმა შეიძინა უძრავი ქონება საქართველოში და შემდეგ შეწყვიტა გადასახადების გადახდა, რითაც არ შეასრულა გარიგების პირობა. სამშენებლო კომპანია აუქმებს მასთან კონტრაქტს მოქმედი კანონმდებლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად. თუ კომპანიამ სადმე დაარღვია მყიდველის კანონიერი ინტერესები, მაშინ მყიდველი თავად ან ადვოკატის მეშვეობით მიმართავს სასამართლოს, სადაც ის ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე. მაგრამ სხვანაირად მუშაობს წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი გადელია.

ის და მისი თანამზრახველები ხელში იგდებენ სამშენებლო კომპანიის კლიენტების ბაზებს, უკავშირდებიან ამ კლიენტებს და ცდილობენ სამშენებლო კომპანიის დისკრედიტაციას მათ თვალში. საქმეში ერთვება ნებისმიერი სახის ცილისწამება. გამომძალველების მიზანია ჩაშალონ რაც შეიძლება მეტი გარიგება და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ კომპანიას.

იგივე გზით გადელიები იწყებენ „მუშაობას“ მშენებელი კომპანიების საერთაშორისო პარტნიორებთანაც – მაგალითად, მმართველ კომპანიებთან, მსოფლიო დონის სასტუმრო ბრენდებთან და სხვა მსგავს ორგანიზაციებთან. მათი მიზანია მშენებელი კომპანიის საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია და რეპუტაციაზე ზიანის მიყენება. ამას აკეთებს მალულად, რადგან თავიდან აიცილოს საქმიანი რეპუტაციის დაცვასთან დაკავშირებული სარჩელები. კომპანიისგან ითხოვს თანხას, თითქოს დაზარალებული კლიენტისათვის და თავისი, „ადვოკატის ხარჯების“ დასაფარად. სინამდვილეში კი ამას ითხოვს იმისთვის, რომ შეწყვიტოს შავი პიარი და ამ თანხას მიიღებს არა დაზარალებული, არამედ თვითონ „ადვოკატი“ გადელია.

სამართლებრივი შეფასება


რა არის გრინმეილი ფაქტიურად, გამოძალვა და შანტაჟი - აშკარა სისხლის სამართლის დანაშაული. თუმცა დამტკიცება უფრო რთულია. პირველ რიგში, შანტაჟისტი ეფარება უკმაყოფილო კლიენტთან გაფორმებულ „ადვოკატის მომსახურების“ ხელშეკრულებას. შანტაჟისტები ამოფარებული არიან იმას, რომ თითქოს ადვოკატების სახით „იცავენ კლიენტის ინტერესებს“.

მაგრამ არ „იცავენ“ სასამართლოში, როგორც ეს ნამდვილ ადვოკატებს შეეფერებათ. მშენებლისგან ითხოვენ არა კლიენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არამედ დე-ფაქტო უბრალოდ თანხის გადახდას იმაში, რომ ტერორი შეწყდეს. ამოფარებულები არიან „კლიენტის მოთხოვნებს“ ფაქტობრივი გამოძალვის მიზნით.

მოქმედებების უკანონობა ასევე გამოიხატება კომერციული და პირადი ინფორმაციის (მაგალითად, კლიენტების მონაცემების) უკანონო შეგროვებაში, რომლის დოკუმენტურად დაფიქსირება და დამტკიცება, როგორც წესი, რთულია.

დოსიე


ზვიად გადელიამ თავისი გზა დაიწყო გაქცეულ ბიზნესმენ ვაჟა მელაძესთან თანამშრომლობით, რომელიც ავეჯის კომპანიის „მელაძე“-ს მფლობელია. მელაძის დაჯგუფებამ ბევრი ადამიანი გადააგდო ფულზე. გადელია, მელაძესთან ერთად რეესტრებში არაერთი იურიდიული პირის თანადამფუძნებლად ან დირექტორად არის დარეგისტრირებული, ასევე მსგავსი საეჭვო კომპანიების, რომლებიც ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან.

2007 წელს გადელია ფალსიფიკაციისთვის გაასამართლეს. საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას პირობითი სასჯელი მიესაჯა.

2008 წელს იგი თაღლითობისთვის იქნა გასამართლებული და სასჯელს იხდიდა ციხეში 2010 წლამდე.

2011 წელს იგი თაღლითობისთვის დამნაშავედ ცნეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.
ეროვნული უსაფრთხოება

პატარა კომპანიები ხშირად ამჯობინებენ გრინმეილის გამოსასყიდის გადახდას. თუმცა, სოლიდური სამშენებლო კომპანიები, როგორც წესი, ებრძვიან გამომძალველებსა და თაღლითებს. წარმოიქმნება რეზონანსი, რომელიც აზიანებს მთელი ქართული ბაზრის რეპუტაციას.

საქართველო ყოველწლიურად მაღალ ადგილს იკავებს მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ბიზნესის კეთების სიმარტივის, კანონის უზენაესობისა და „საგადასახადო სამოთხის“ მხრივ, რაც სულ უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

ქვეყანაში „ადვოკატური“ თაღლითობის გამოჩენა აფრთხობს საერთაშორისო (განსაკუთრებით კერძო) კაპიტალს ქართული ბაზრისგან, რაც უკვე სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული ინტერესებისთვის.

და თუ სამართალდამცავი ორგანოები თაღლითების ქმედებებს არ აღკვეთავენ, მაშინ უცხოელმა ინვესტორებმა, საერთაშორისო ბრენდებმა და კომპანიებმა შესაძლოა ქართული ბაზარი დატოვონ. „გრინმეილი“ ხომ იგივე რეკეტია, რომელიც 90-იან წლებში, ბანდიტიზმის პერიოდში მოქმედებდა. ეს შეიძლება კატასტროფად იქცეს საქართველოს ეკონომიკისთვის.