English  עברית  ქართული  Русский  

ახალი ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე

ახალი ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ იორდანიის დედაქალაქიდან თბილისში Airbus 320 ტიპის ხომალდით პირველი 146 მგზავრი 22 ოქტომბერს ჩამოიყვანა. იორდანიის სამეფოს ეროვნული ავიაკომპანია ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეისებს კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შეასრულებს. აღნიშნული ავიაკომპანია Oneworld ალიანსის წევრია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ავიახაზებს აერთიანებს, მათ შორისაა British Airways, Qatar Airways, American Airlines, Iberia, Royal Jordanian და ა.შ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან იორდანიის დედაქალაქის მიმართულებით რეისებს ამჟამად ასევე ასრულებენ ავიაკომპანიები: Jordan Aviation და Fly Jordan.