English  עברית  ქართული  Русский  

თბილისში, 68 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ახალი სასტუმრო გაიხსნა

თბილისში, 68 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ახალი სასტუმრო გაიხსნა

თბილისის სასტუმროების სექტორს ახალი ობიექტი შეემატა. ART Riverfront-ის გახსნა, დედაქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან ერთად, სასტუმროების ბაზარზე ახალი საინვესტიციო პროექტის ამოქმედებასაც უკავშირდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი დოლარია. სასტუმრო 152 ნომერს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს. ინფრასტრუქტურა ორიენტირებულია, როგორც ტურისტული ნაკადების, ისე საქმიანი ვიზიტორების მომსახურებაზე.

ახალი სასტუმრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად გახსნა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ART Riverfront-ის ამოქმედება ხდება იმ ფონზე, როდესაც თბილისის სასტუმროების ბაზარზე საინვესტიციო აქტივობა და ახალი განთავსების ობიექტების განვითარება ტურიზმის სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.