English  עברית  ქართული  Русский  
იხილეთ ასევე
Swissôtel Kobuleti Beach Resort — $300 მილიონიანი ინვესტიცია ქობულეთშიSwissôtel Kobuleti Beach Resort — $300 მილიონიანი ინვესტიცია ქობულეთში საქართველოში მომდევნო 5-7 წელიწადში, დამატებით, 600 კმ მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება — რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის?საქართველოში მომდევნო 5-7 წელიწადში, დამატებით, 600 კმ მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება — რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის? IBTM World Barcelona 2026-საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზეIBTM World Barcelona 2026-საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი წლიურად 6.1%-ით გაიზარდა — კიდევ რა ტენდენციებზე მიუთითებს III კვარტლის სტატისტიკა?საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი წლიურად 6.1%-ით გაიზარდა — კიდევ რა ტენდენციებზე მიუთითებს III კვარტლის სტატისტიკა? წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი კვლავ მყიდველის გარეშე დარჩა — რატომ ვერ იზიდავს კურორტი ინვესტორებს?წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი კვლავ მყიდველის გარეშე დარჩა — რატომ ვერ იზიდავს კურორტი ინვესტორებს? 2025 წლის მდგომარეობით საქართველოში 2 783 განთავსების ობიექტია — როგორია ოთახებისა და საწოლი ადგილების განაწილება?2025 წლის მდგომარეობით საქართველოში 2 783 განთავსების ობიექტია — როგორია ოთახებისა და საწოლი ადგილების განაწილება?

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 2026 წელს 5%-7.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 2026 წელს 5%-7.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ

ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა.

ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ამასთან, ფონდი 2027 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის 5.7%-მდე შენელებას პროგნოზირებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სექტემბერში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში ასევე გაზარდა ზრდის პროგნოზები. ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით, ხოლო 2027 წელს 5.5%-ით გაიზრდება. ივნისის პროგნოზთან შედარებით, ორივე წლის მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

გაეროს დოკუმენტის — „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ — პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.4%-ით გაიზრდება.

მსოფლიო ბანკის ივნისის პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 5%-ს, ხოლო 2027 წელს 5.5%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ზრდის პროგნოზი წინა შეფასებასთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

11 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები გააცნო.

მისი თქმით, 2027 წელს საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიულ დაშვებებზეა გაკეთებული და 5.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულია 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებში.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროგნოზი თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზთან.