English  עברית  ქართული  Русский  

საქართველოში სამართალდამცველებმა გამოავლინეს თაღლითები, რომლებიც თავს „მაკლერებად“ ასაღებდნენ

საქართველოში სამართალდამცველებმა გამოავლინეს თაღლითები, რომლებიც თავს „მაკლერებად“ ასაღებდნენ

ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში დალუქეს კომპანია Georgia Private Investment-ის (GPI) ოფისი, რომელიც, სავარაუდოდ, უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს უძრავ ქონებაში იზიდავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მანამდე კომპანია კლიენტებისგან თანხებს აგროვებდა და ჰპირდებოდა, რომ მათ უძრავ ქონებაში მომგებიანად დააბანდებდა. მოგვიანებით კომპანიის დამფუძნებლებმა საქართველო დატოვეს. სამართალდამცველები ამჟამად დაზარალებულთა რაოდენობასა და მიყენებული ზიანის მოცულობას ადგენენ.

კომპანიის მფლობელი ანტონ ტიუნოვი სკანდალური რეპუტაციით არის ცნობილი. მანამდე ერთ-ერთმა ქართველმა დეველოპერმა ტიუნოვი გამოძალვაში დაადანაშაულა, ხოლო რამდენიმე ქალმა ბროკერმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები და პოლიციაში განცხადებები შეიტანა შეურაცხყოფისა და ხულიგნური ქმედებების გამო.

GPI-ის ხელმძღვანელები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ანტონ ტიუნოვი და გალინა დმიტრიევა არიან. ტიუნოვი რუსეთში ძებნილია თანხის მითვისებისა და საკუთარი მამის ცემის ბრალდებით.

თავად ტიუნოვმა სოციალურ ქსელებში დაადასტურა ოფისის დალუქვის ფაქტი და განაცხადა: „2 აგვისტოდან შვებულებაში ვარ. 4 აგვისტოს კი ოფისში ნიღბიანი ძალოვნები მივარდნენ“.

საქართველოში GPI-ის სახელზე არანაირი აქტივი არ არის რეგისტრირებული. კლიენტები თანხებს კომპანიის დამფუძნებლებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე ანდობდნენ.