თბილისში სექტემბერში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე $1,373 დაფიქსირდა-TBC Capital
2026 წლის სექტემბერში დედაქალაქში 4 254 ბინა გაიყიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია, ხოლო ბაზრის ჯამურმა მოცულობამ $387 მილიონს მიაღწია. წლიური ზრდა 17%-დაფიქსირდა.
TBC Capital-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, სექტემბერში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე წლიურად 3%-ით გაიზარდა და $1 373 შეადგინა.
ტრანზაქციები 13%-ით გაიზარდა ტრანზაქციები ძველი ბინების შეთხვევაში (3 496 ბინა). ახალი ბინების გაყიდვები კი 3%-ით შემცირდა (758 ბინა) და ჯამურ გაყიდვებში 18%-იანი წილი დაიკავა.
TBC Capital-ის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში თბილისში სულ 34 434 ბინა გაიყიდა, ხოლო ბაზრის მოცულობა $3 061 მილიონით განისაზღვრა (+23%).
გაყიდვების რაოდენობით სექტემბერში ლიდერობდა დიდი დიღომი (988 ბინა) და საბურთალო (705 ბინა), ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კვლავ მთაწმინდასა ($2 336/კვ.მ) და ვაკეში ($2 143/კვ.მ) დაფიქსირდა.
რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854 ათასი კვ.მ შეადგინა; კლება ძირითადად ისნის, გლდანისა და დიდი დიღმის ხარჯზე დაფიქსირდა. საცხოვრებელი ფართობის მიხედვით, ნებართვების ყველაზე დიდი წილი ნაძალადევსა და დიდ დიღომზე მოდის (17%), რასაც საბურთალო (15%) მოსდევს.
