თბილისში 2027 წელს დასასრულებელ პროექტებში ბინების 74% გაყიდულია
გალტ & თაგარტის კვლევა ეფუძნება, დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე, დეველოპერების გამოკითხვას, რომელიც მოიცავდა თბილისში 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს და პირველადი ბაზრის დაახლოებით 50%-ს.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2026 წელს დასასრულებელ პროექტებში ბინების 82% უკვე გაყიდულია, ხოლო 18% კვლავ გასაყიდი რჩება. რაც შეეხება 2028–2029 წლებში დასასრულებელ პროექტებს, გაყიდულია 63%, ხოლო გასაყიდი ბინების წილი 37%-ს შეადგენს.
მონაცემები ცხადჰყოფს, რომ რაც უფრო ახლოსაა პროექტის დასრულების ვადა, მით უფრო მაღალია გაყიდული ბინების წილი. ამასთან, შედარებით შორეული დასრულების თარიღის მქონე დეველოპერულ პროექტებში ჯერ კიდევ რჩება გარკვეული რაოდენობის გასაყიდი ბინები.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა უცხოელი მყიდველების წილი.
თუკი 2023 წელს გაყიდვების 85% საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები — დაახლოებით 15% შეადგენა, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეების წილი 79%-მდე შემცირდა, 2025 წელს — 76%-მდე, ხოლო 2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით — ეს მაჩვენებლი 74%-ს შეადგენს.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვების დაახლოებით 26% მოდიოდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11 პროცენტული პუნქტით მეტია.
უცხოელ მყიდველებს შორის, უძრავი ქონების ბაზარზე, განსაკუთრებით აქტიურია ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეების წილების ზრდა. 2023 წელს ისრაელის მოქალაქების წილი გაყიდვების დაახლოებით 4% იყო, 2024 წელს — 10%, 2025 წელს — 10%, ხოლო 2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით — 11%.
რუსეთის მოქალაქეების წილი კი 2023 წელს 5% იყო, 2024 წელს 2%-მდე შემცირდა, ხოლო 2025 და 2026 წლებში დაახლოებით 3% შეადგინა. რაც შეეხება, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მათი აქტიურობა წელს 11%-მდე გაიზარდა.
