თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი — ფასები, ქირა და საინვესტიციო შემოსავლიანობა
დედაქალაქში ქირის საშუალო შეწონილი ფასი უბნების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისში ქირის ღირებულების მიხედვით ლიდერობს ვაკე, სადაც 2026 წლის სექტემბერში საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულ მეტრზე 16.1 დოლარი დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მთაწმინდა — 14.4 დოლარით, ხოლო მესამე პოზიციას საბურთალო — 13.2 დოლარით იკავებს. მათ მოსდევს კრწანისი — 12.9 დოლარით და ისანი — 11.8 დოლარით.
შედარებით დაბალი ქირის ღირებულება ფიქსირდება დიდუბეში (10.6 დოლარი), ჩუღურეთსა და ვაშლიჯვარში (10.4 დოლარი), ნაძალადევში (10.1 დოლარი), დიდ დიღომში (9.6 დოლარი), სამგორსა (9.4 დოლარი) და გლდანში (9.3 დოლარი).
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირის ფასების დინამიკა უბნების მიხედვით განსხვავებულია.
თბილისის ქირის შემოსავლიანობა სხვა ქალაქებთან შედარებით
საერთაშორისო მასშტაბით შედარების მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობა 2026 წლის სექტემბერში 9.4%-ს შეადგენს.
მოცემულ ქალაქებს შორის თბილისი მეორე ადგილზეა, ანკარის შემდეგ, სადაც ქირის შემოსავლიანობა 10%-ია.
თბილისს მოსდევს: ტაშკენტი — 9.0%; ერევანი — 7.9%; ასტანა — 7.9%; ბაქო — 5.1%; კიშინიოვი — 5.0%; ბუქარესტი — 4.2%; სოფია — 4.0%; რიგა — 4.0%; ვილნიუსი — 3.9%; ტალინი — 3.8%.
ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება ქირიდან მიღებული შემოსავლის თვალსაზრისით რეგიონულ და შედარებულ ევროპულ ბაზრებთან მიმართებით კონკურენტულ პოზიციას იკავებს.
2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე სამი მნიშვნელოვანი ტენდენცია იკვეთება:
ყველაზე მაღალი გასაყიდი და გასაქირავებელი ფასები ვაკესა და მთაწმინდაზე ფიქსირდება. შედარებით ხელმისაწვდომი უძრავი ქონება დიდ დიღომში, სამგორში, გლდანსა და ვაშლიჯვარში გვხვდება.
ქირის შემოსავლიანობით თბილისი საერთაშორისო მიმართებით მაღალ პოზიციაზეა. 9.4%-იანი მაჩვენებლით, საქართველოს დედაქალაქი, მეორე ადგილს იკავებს, ზემოთ, მოცემულ ქალაქებს შორის. შესაბამისად, თბილისი საცხოვრებელი უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარზე კონკურენტულ პოზიციას ინარჩუნებს, განსაკუთრებით კი ქირიდან მიღებული შემოსავლიანობის მიმართულებით.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ანალიზი მომზადებულია გალტ & თაგარტის კვლევის საფუზველზე.
