კუნძული, რომელიც უსწრებს დროს-„ამბასადორი აილენდ ბათუმი“
შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტის — პირველი თაუერის (The First Tower) მშენებლობა, განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
ამჟამად სამშენებლო სამუშაოები ობიექტის ორ მთავარ ზონაში ერთდროულად მიმდინარეობს.
კომპანიის ინფორმაციით, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი განვითარების უპრეცედენტო დინამიკით გამოირჩევა- მისი მიმდინარეობა მნიშვნელოვნად უსწრებს თავდაპირველ გრაფიკს და საინვესტიციო ვალდებულებები ხუთი წლის წინსწრებით სრულდება. ამ ეტაპზე შავ ზღვაში ფორმირებული 48 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული.
მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. შენობაში განთავსებული აპარტამენტების ინტერიერის დიზაინზე იტალიურმა კომპანია, D73-მა იმუშავა.
ხელოვნურ ნახევარკუნძულზე მაღლივი შენობის სტრუქტურული სიმყარისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკური საშუალებები გამოიყენება, რომელთა ინტეგრირებითაც, ნაგებობის სტრუქტურული საიმედოობისა და მდგრადობის უზურნველსაყოფად, საძირკვლის ხიმინჯების სიღრმე 65 მეტრს აღწევს.
მულტიფუნქციური კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 200 მლნ აშშ დოლარი იქნება.
შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია Arup, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.
ამბასადორი ჯგუფი ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს და საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის, საცალო ვაჭრობის, გართობისა და უძრავი ქონების სექტორში.
