- Gemofest –„თქვენი პირადი გზამკვლევი ქართველი ხალხისა და ქართული კულინარიის აღმოსაჩენად“- Wanderlust
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემა Wanderlust-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიულ ფესტივალს - Gemofest - გემოფესტი სტატია მიუძღვნა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გასტრონომიული ფესტივალი, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლიდან ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ატარებს, „ქართული კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების ნამდვილი დღესასწაულია".
სტატია, უცხოელ მკითხველს, საქართველოს კულინარიულ ტრადიციებზე, ადგილობრივ კერძებსა და მეღვინეობის კულტურაზე მოუთხრობს.
„გემოფესტის ინოვაციური გასტრონომიული ფესტივალის ყურადღების ცენტრში ადგილობრივი კერძები და ის ადამიანები არიან, რომლებზეც დგას მსოფლიოში განთქმული ქართული სამზარეულო“ - აღნიშნულია სტატიაში.
ქართული კულტურისადმი მიძღვნილ გვერდებზე საუბარია, ასევე, ფესტივალის კულტურულ პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, ისე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებისა თუ დიჯეების მონაწილეობით გამართულ საღამოებზე.
