English  עברית  ქართული  Русский  
იხილეთ ასევე
Swissôtel Kobuleti Beach Resort — $300 მილიონიანი ინვესტიცია ქობულეთშიSwissôtel Kobuleti Beach Resort — $300 მილიონიანი ინვესტიცია ქობულეთში საქართველოში მომდევნო 5-7 წელიწადში, დამატებით, 600 კმ მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება — რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის?საქართველოში მომდევნო 5-7 წელიწადში, დამატებით, 600 კმ მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება — რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის? IBTM World Barcelona 2026-საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზეIBTM World Barcelona 2026-საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი წლიურად 6.1%-ით გაიზარდა — კიდევ რა ტენდენციებზე მიუთითებს III კვარტლის სტატისტიკა?საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი წლიურად 6.1%-ით გაიზარდა — კიდევ რა ტენდენციებზე მიუთითებს III კვარტლის სტატისტიკა? წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი კვლავ მყიდველის გარეშე დარჩა — რატომ ვერ იზიდავს კურორტი ინვესტორებს?წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი კვლავ მყიდველის გარეშე დარჩა — რატომ ვერ იზიდავს კურორტი ინვესტორებს? 2025 წლის მდგომარეობით საქართველოში 2 783 განთავსების ობიექტია — როგორია ოთახებისა და საწოლი ადგილების განაწილება?2025 წლის მდგომარეობით საქართველოში 2 783 განთავსების ობიექტია — როგორია ოთახებისა და საწოლი ადგილების განაწილება?

გოდერძი განვითარების ახალ ეტაპზე — ახალი ინვესტიციები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ოთხსეზონიანი ტურიზმი

გოდერძი განვითარების ახალ ეტაპზე — ახალი ინვესტიციები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ოთხსეზონიანი ტურიზმი

მაღალმთიან აჭარაში, ზღვის დონიდან 2 027 მეტრზე მდებარე კურორტი გოდერძი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი კურორტი თანდათან თანამედროვე სამთო-საკურორტო მიმართულებად ყალიბდება, რასაც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მზარდი საინვესტიციო ინტერესი განაპირობებს.
გოდერძის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 364 მეტრს აღწევს. კურორტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მრავალსეზონიანი ტურისტული პოტენციალია. ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ გოდერძი ვიზიტორებს ეკოტურისტულ მარშრუტებს სთავაზობს, მათ შორის მწვანე ტბის, ხიხანის ციხისა და უნიკალური ნამარხი ტყის მიმართულებით. ეს შესაძლებლობები კურორტს მთელი წლის განმავლობაში ტურისტული ნაკადებისა და ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნების პერსპექტივას უქმნის.
4,47 მილიონი ლარი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
გოდერძისა და მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2027 წელს აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 4,47 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმურ მაჩვენებელს დაახლოებით 5,4-ჯერ აღემატება.
დაგეგმილი პროექტები მოიცავს მწვანე ტბის შემოვლითი ბილიკის მოწყობას, პარკირების სივრცის გაფართოებას, საპიკნიკე ზონების განვითარებასა და გოდერძის სათხილამურო ტრასის განათებას.
„ჩვენთვის მთავარია როგორც ბარის, ანუ ქალაქებისა და დაბების განვითარება, ინფრასტრუქტურა, ასევე მაღალმთიანი რეგიონის განვითარება, იქ მცხოვრები მოქალაქეების ადგილზე შენარჩუნება და მიგრაციის შემცირება. მაღალმთიანი აჭარის, კერძოდ კი კურორტ გოდერძის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია გათვალისწინებული, რაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს. მათ შორისაა ახალი საბაგირო გზის მოწყობა, ასევე დაბა ხულოში, თაგოს მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობა“, — განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
9 მოქმედი სასტუმრო და 20-მდე ახალი საინვესტიციო პროექტი
დღეისათვის კურორტზე ცხრა სასტუმრო კომპლექსი ფუნქციონირებს. მათ შორისაა სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“, რომელიც ვიზიტორებს თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. სასტუმრო კომპლექსი აერთიანებს სპა ცენტრებს, საცურაო აუზებს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საკონფერენციო დარბაზებს, საბავშვო და გასართობ სივრცეებს, ასევე სათხილამურო მაღაზიას.
ცენტრალურ საბაგიროსთან ახლოს მდებარეობს Highlands by Alliance — საცხოვრებელი და საინვესტიციო დანიშნულების კომპლექსი. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს მცირე ზომის აპარტოტელები და კერძო საინვესტიციო პროექტები.
ამასთან, უახლოეს პერიოდში გოდერძიზე დამატებით 20-მდე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რაც კურორტის განთავსების შესაძლებლობებს გაზრდის და ტურისტული სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ალპური ბუნება, თოვლის საფარი, მშვიდი გარემო და მზარდი თანამედროვე ინფრასტრუქტურა გოდერძის ერთ-ერთ გამორჩეულ სამთო-საკურორტო მიმართულებად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
„აჭარის მაღალმთიანეთის მარგალიტი“ — მზარდი საინვესტიციო ინტერესი
გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, სექტემბერში გამართულ საინვესტიციო ფორუმზეც გააცნო.
ფორუმის მიზანი კურორტის შესაძლებლობების წარმოჩენა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და საბანკო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის არა მარტო ზღვისპირა ნაწილის, არამედ მაღალმთიანეთის სწრაფი განვითარება, იქ არსებული მრავალფეროვანი პოტენციალის გათვალისწინებით. წელიწადის ოთხივე სეზონზე კურორტი გოდერძი ამ კუთხით სრულად პასუხობს ბიზნესინტერესების ფოკუსში არსებობის სტანდარტებს და თამამად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აჭარის მაღალმთიანეთის მარგალიტი — როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის გაძლიერების კუთხით, რაც წარმოაჩენს კიდეც მთის კურორტების მნიშვნელობას რეგიონის მიმზიდველობის თვალსაზრისით“, — განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
გოდერძის განვითარება აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური გაძლიერების, ტურისტული სეზონის გახანგრძლივებისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და კერძო სექტორის მზარდი ჩართულობა კი კურორტის ოთხსეზონიანი განვითარების პერსპექტივას კიდევ უფრო აფართოებს.