იხილეთ ასევე
აჭარაში პირველად უძრავი ქონების აგენტების სერთიფიცრება განხორციელდა
ბათუმში, უძრავი ქონების აგენტების საატესტაციო კურსი ჩატარდა. სასწავლო პროგრამა, რეალტორული საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებსა და ეთიკის კოდექსის სწავლებას მოიცავდა. პროგრამა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაიგეგმა. კურსის მონაწილეები, უძრავი ქონების საგადასახადო, იურიდიული და ფინანსური საკითხებისა და მარკეტინგისა და კლიენტის ექსკლუზიური წარმომადგენლობის სპეციფიკას გაეცნენ. სწავლება სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი, სერთიფიკატები გადაეცათ. უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, ეს იყო უძრავი ქონების აგენტების ატესტირების პირველი საფეხური და ლიცენზირებული საბროკერო საქმიანობისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი და პროექტი მომავალშიც გაგრძლედება.
როგორც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის კომიტეტის წევრი აცხადებს, კურსი შემუშავდა სფეროს ლიცენზირების თვალსაზრისით. ასევე, სასწავლო პროგრამის აკრედიტების პროცესი დაწყებულია განათლების სამინისტროშიც.
"ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარზე, აჭარა, წილობრივად საკმაოდ მსხვილად არის წარმოდგენილი. შესაბამისად, საჭირო იყო ბათუმშიც ჩატარებულიყო კურსი, რათა აგენტებს ჰქონოდათ სრულფასოვანი ცოდნა იმ პროფესიულ უნარებზე, რომელიც საჭიროა იცოდეს საბროკერო საქმიანობაში ჩართულმა პირმა. ეთიკის კოდექსი, მყიდველსა და გამყიდველს შორის სწორი კომუნიკაცია, უძრავი ქონების შეფასება და მარკეტინგი." - აღნიშნა ნატა სამნიძემ.
მისივე განმარტებით, ყველა სერთიფიცირებულ აგენტს ენიჭება საკუთარი კოდი, რომლის შემოწმებაც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ვებგვერდზეა შესაძლებელი. სასწავლო პროგრამა ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის მიერ არის აკრედიტებული.