English  עברית  ქართული  Русский  

რა ღირს უძრავი ქონება ბათუმში?

რა ღირს უძრავი ქონება ბათუმში?

სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით შემცირდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ ჯამში 1,614 ერთეული შეადგინა. ამის მიუხედავად, Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეუნებული სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ბაზრის ჯამური ღირებულება გაიზარდა და 107 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 

Colliers Georgia-ს განმარტებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა, რასაც გასულ წელს რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით ხსნიან.

ბათუმში სექტემბერში ახალაშენებულ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5.2%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე $1,408 შეადგინა. მეორად ბაზარზე კი ღირებულება კიდევ უფრო მეტად — 9.9%-ით გაძვირდა.

ამავე კვლევის მიხედვით, სექტემბერში განხორციელებული ტრანზაქციების 48% (როგორც ახალ, ისე ძველ პროექტებში) უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდიოდა.

ყველაზე ძვირდაღირებული უბნების კატეგორიაში ძველი ბათუმი (ისტორიული ცენტრი) და ახალი ბულვარი „პირველი სანაპირო ზოლი“ რჩება.