English  עברית  ქართული  Русский  

საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო- Galt & Taggart

საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო- Galt & Taggart

2026 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. Galt & Taggart - გალტ & თაგარტის მონაცემებით, 2026 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და კვარტალურ რეკორდს, 1.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს ტურიზმის შემოსავლები $5.3 მილიარდს გაუტოლდება.

რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობას, გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონს მიაღწია. ტურისტული ვიზიტები რეკორდულ 2.1 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა. ამავე პუბლიკაციის თანახმად, 2026 წლის მესამე კვარტალში ვიზიტები განსაკუთრებით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან(ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა), ჩინეთიდან(ავიაკავშირის გაუმჯობესების, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედების ფონზე), ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთის ფედერაციიდან.

ამის პარალელურად კი ქვეყანაში მესამე კვარტლის მონაცმებით, ვიზიტების რაოდენობა შემცირდა თურქეთიდან, სომხეთიდან, ინდოეთიდან და საუდის არაბეთიდან.