English  עברית  ქართული  Русский  

ამერიკელი ტუროპერატორები საქართველოში

ამერიკელი ტუროპერატორები საქართველოში

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 9 ამერიკელ ტუროპერატორს უმასპინძლა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.

თბილისის ტურისტული ადგილების მონახულების გარდა, ამერიკელი ტუროპერატორები იმყოფებოდნენ კახეთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს რთველში, დაათვალიერეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ქვევრის დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ტურის მიზანი აშშ-ს ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც ოთხსეზონიანი მიმართულების პოზიციონირება და ცნობადობის ამაღლება, ასევე, ტურისტული ნაკადების მოზიდვა, ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო.