English  עברית  ქართული  Русский  

საქართველოში უცხოელი ტურისტების მიერ სტუმარმასპინძლობის სექტორში დახარჯული თანხები საგრძნობლად გაიზარდა-თიბისი კაპიტალი

საქართველოში  უცხოელი ტურისტების მიერ სტუმარმასპინძლობის სექტორში დახარჯული თანხები საგრძნობლად გაიზარდა-თიბისი კაპიტალი

დედაქალაქში არარეზიდენტების დანახარჯები გაიზარდა როგორც სასტუმროებში, ისე რესტორნებში, თუმცა ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები განსხვავდებოდა-აღნიშნულია TBC Capital-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის მიმოხილვაში.

 თბილისის სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები 24%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნების შემთხვევაში კი  21%   დაფიქსირდა.

თბილისის სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯმა მიმდინარე წლის სექტემბერში 719 ლარი შეადგინა (2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 646 ლარი იყო), ხოლო რესტორნებში საშუალო დანახარჯი 71 ლარი იყო. 

 სასტუმროებში დანახარჯების ზრდას ხელი შეუწყო როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მატებამ, რაც შესაძლოა განთავსების გაძვირებას ან სასტუმროში უფრო ხანგრძლივ დარჩენას უკავშირდებოდეს. რესტორნების შემთხვევაში კი დანახარჯების ზრდა ტრანზაქციების რაოდენობის მატებამ განაპირობა, თუმცა თითოეული გადახდისას საშუალოდ ნაკლები თანხა იხარჯებოდა.

თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასტუმროებში არარეზიდენტების დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა აჭარასა და კახეთშიც. რაც ძირითადად განპირობებული იყო ტრანზაქციების რაოდენობის მატების ხარჯზე.