English  עברית  ქართული  Русский  

2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს -Galt & Taggart

2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს -Galt & Taggart

2026 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და 470 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმის შემოსავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

Galt & Taggart -ის პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2027 წელს კი 5.3 მლრდ აშშ დოლარი იქნება.

2026 წლის III კვარტალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტია.

შემოსავლრბი ყველაზე მეტად რუსეთიდან (+32,3%), ისრაელიდან (+24,8%), უკრაინიდან (+52,5%) და ევროკავშირის ქვეყნებიდან (+30,2%) გაიზარდა.