ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი იზრდება – ოქტომბერში ტრანზაქციების რაოდენობა 1.9%-ით, ბაზრის მოცულობა კი 18.9%-ით გაიზარდა
2026 წლის ოქტომბერში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. Colliers Georgia-ს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 1.9%-ით გაიზარდა და 1,648 ერთეული შეადგინა. ამასთან, ბაზრის მოცულობა წლიურად 18.9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 116 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ბინების ტრანზაქციებში 46.3% შეადგინა, რაც ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე უცხოური მოთხოვნის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს.
ზრდა დაფიქსირდა ფასების მიმართულებითაც. 2026 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი, წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1,444 აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, პირველად და მეორეულ ბაზრებს შორის ფასების განსხვავებული დინამიკა გამოიკვეთა. პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2%-ით შემცირდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 13.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
პირველად ბაზარზე ფასის კლება განპირობებული იყო საბაზისო პერიოდის ეფექტით, კერძოდ, 2025 წლის ოქტომბერში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. აღნიშნული პროექტის გავლენის გამორიცხვით, პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5.3%-ით გაიზარდა.
აპირებთ უძრავი ქონების შეძენას საზღვარგარეთ?
განიხილეთ ქვეყანა, ბიუჯეტი და ამოცანები კონსულტანტთან.