English  עברית  ქართული  Русский  

ფრანგი ტუროპერატორები საქართველოში

ფრანგი ტუროპერატორები საქართველოში

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებსა და სასტუმრო ინფრასტრუქტურას ფრანგი ტუროპერატორები ეცნობიან. ქვეყანაში საფრანგეთიდან 9 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფება-ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

თბილისის დათვალიერების შემდეგ სტუმრები ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, წინანდალსა და ლოპოტას ესტუმრნენ.

ინფო ტურის ფარგლებში ფრანგი ტუროპერატორები ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. B2B ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრას 30-მდე ქართველი ტუროპერატორი ესწრებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საფრანგეთიდან საქართველოში ახალი ტურისტული პაკეტების შემუშავების, ვიზიტორთა ნაკადების გაზრდის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.