ქართული დეველოპერული სექტორის საერთაშორისო აღიარება — უცხოური კაპიტალი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. იზრდება საერთაშორისო მყიდველების ინტერესი, აქტიურდება ბრენდირებული საცხოვრებელი პროექტების განვითარება და მატულობს უძრავი ქონების ფასები.
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ფხაკაძის შეფასებით, ბაზარზე მოთხოვნა მზარდია და სექტორი ჯანსაღი განვითარების ტენდენციით ხასიათდება. მან ბაზარზე არსებულ ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებზე უძრავი ქონების სექტორის ყოველწლიური კონფერენციის, GREMO 2026-ის ფარგლებში ისაუბრა.
„თუ თბილისში უცხოელი მყიდველების წილი დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს, ჩვენს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 35%-ს აღემატება. აღნიშნულ ტენდენციას განსაკუთრებით პოზიტიურად ვაფასებთ, რადგან ეს, ერთი მხრივ, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ, „ბიოგრაფი ლივინგისთვის“ ჩვენი საქმიანობისა და შექმნილი პროდუქტის ხარისხის საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს. ჩვენთვის ეს იმის დასტურია, რომ ვქმნით პროდუქტს, რომელიც უცხოელი ინვესტორების მოთხოვნებსა და მოლოდინებს სრულად პასუხობს“.
ვასილ ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია საერთაშორისო მყიდველების რაოდენობის ზრდაა. ამასთან, სექტორში თვალსაჩინოა უძრავი ქონების ფასების მატებაც, რასაც ის ბაზრის ჯანსაღი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად მიიჩნევს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, კვლევების მიხედვით, თბილისში უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ჯერ კიდევ შედარებით დაბალ ნიშნულზეა. ეს კი, მისი შეფასებით, ბაზარზე ფასების ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს. ვასილ ფხაკაძე ვარაუდობს, რომ აღნიშნული ტენდენცია უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.
კონფერენციაზე მან ასევე ისაუბრა საქართველოში ბრენდირებული აპარტამენტების პროექტების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების განვითარება ხელს უწყობს უცხოელი ინვესტორების მოზიდვას, ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და აძლიერებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობას.
სექტორში არსებულ რისკებსა და გამოწვევებზე საუბრისას კი ვასილ ფხაკაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მეტი გამოცდილი და მსხვილი სამშენებლო კომპანიის არსებობის აუცილებლობაზე. ამასთან, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი დაასახელა.
„ქვეყანაში გვჭირდება უფრო მეტი გამოცდილი და მსხვილი სამშენებლო კომპანია. კომპანიებს კი დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მუშახელის დეფიციტი აწუხებს და დიდი ალბათობით, კვალიფიციური კადრების უცხოეთიდან შემოყვანაც მოგვიწევს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარზე დაანონსებული პროექტები და დაგეგმილი მიწოდება სრულად დაკმაყოფილდეს, ყველა პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდეს, შენარჩუნდეს მშენებლობის მაღალი ხარისხი და მომხმარებლებს სრულყოფილად მივაწოდოთ ყველა ის სერვისი, რასაც მათ ვპირდებით“.
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ (Biograpi Living) საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. კომპანიის საქმიანობა თბილისის შვიდ უბანში განთავსებულ ცხრა საცხოვრებელ პროექტს მოიცავს.
აპირებთ უძრავი ქონების შეძენას საზღვარგარეთ?
განიხილეთ ქვეყანა, ბიუჯეტი და ამოცანები კონსულტანტთან.