English  עברית  ქართული  Русский  

2026 წელს ბათუმში 10,883 ბინა გაიყიდა-გალტ & თაგარტი

2026 წელს ბათუმში 10,883 ბინა გაიყიდა-გალტ & თაგარტი

2026 წლის 8 თვეში ბათუმში 10,883 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.6%-ით მეტია. მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 11.8%-ით 5,459 ბინამდე გაიზარდა.

პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 3.6%-ით 5,424 ბინამდე შემცირდა.

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,986 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 11.2% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 7.0%-ით გაიზარდა და 1,614 აშშ დოლარი შეადგინა.

Galt & Taggart -ის კვლევა აჩვენბს, რომ 2026 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახალ ბულვარში დაფიქსირდა — 4,417 ბინა, საშუალო გასაყიდი ფასი კი 1 კვ.მ-ზე 1,798 აშშ დოლარს შეადგენდა. გაყიდვების რაოდენობით მეორე ადგილზე გმირთა ხეივანია 2,485 გაყიდული ბინით და 2,255 აშშ დოლარის საშუალო ფასით.

ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი ძველ ბათუმში დაფიქსირდა და 3,224 აშშ დოლარი შეადგინა კვ.მ-ზე, თუმცა გაყიდვების რაოდენობა 839 ბინა იყო. გონიო-კვარიათში საშუალო ფასი 2,657 დოლარს, გაყიდვების რაოდენობა კი 196 ბინას შეადგენდა.

დანარჩენ უბნებში საშუალო ფასები შედარებით დაბალი იყო: მახინჯაურში — 1,998 დოლარი (779 გაყიდვა), შიდა არეალში — 1,749 დოლარი (1,138 გაყიდვა), პერიფერიებში — 1,735 დოლარი (1,029 გაყიდვა).

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, აქ 401 ბინა გაიყიდა, სადაც კვადარტული მეტრის საშუალო ფასი — 1,734 დოლარს შეადგენდა.

შეჯამების სახით ორგანიზაცია უთითებს, რომ 2026 წლის 8 თვეში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებამ და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მყიდველების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ, რაც ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობასა და დეველოპერების გააქტიურებულ მარკეტინგს ასახავს. ფასმა ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე, მათ შორის სხვაობა გაიზარდა. მეორე მხრივ, ბოლო წლებში საშუალო დღიური ქირის ფასი (ADR) მეტწილად უცვლელი იყო, რამაც ქირის საშუალო შემოსავლიანობა შეამცირა.